Friday, December 13, 2013

Monday, December 9, 2013

                      მშვიდობა  და განიარაღება
პროექტის  სახელწოდება: მშვიდობა და განიარაღება.
პროექტის მთავარი იდეა:მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება,უსაფრთხო მსოფლიო.
პროექტის აქტუალობა: მშვიდობისა  და განიარაღების  პრობლემა დღეს თანამედროვე პერიოდში ძალიან აქტუალურია,  სტატისტიკური  მონაცემებით მრავალი ქვეყნები გამოირჩევიან შეიარაღებაზე  დახარჯული  თანხებით,იარაღის ყიდვა-გაყიდვით, არმიის რიცხოვნებით.
სამიზნე ჯგუფი:  XI -კლასი.
პროექტზე  მუშაობის  ხანგრძლივობა: ერთი  თვე.
პროექტის  მიზანი: მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ შემოქმედებითი  უნარები,  ჯგუფური  მუშაობის,ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის,  ვარაუდების, დასკვნების გაკეთბის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, გეოგრაფიულ თვალსაჩინოებებზე მუშაობის უნარები.
მოსალოდნელი  შედეგები:მოსწავლეები  მოიპოვებენ  ინფორმაციას,მოპოვებული  ინფორმაციის  საფუძველზე(სტატისტიკური მონაცემები, მასმედია, საინფორმაციო საშვალებები),აანალიზებენ მსოფლიოს  ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკურ  პოტენციალს,გამოთქვამენ  მოსაზრებას თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს თითეულმა მოქალაქემ და ქვეყნებმა მსოფლიოში მშვიდობისა და განიარაღების საქმეში.მოსწავლეები ეცნობიან ქვეყნების მიერ  გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს განიარაღებისა და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.შეიმუშავებენ მოვლენების განვითარების შესაძლო სქემებს, დიაგრამებს.მოსწავლეები მოპოვებული ინფორმაციის  საფუძველზე ადგენენ ცხელი წერტილების  რუკას.გამოთქვამენ მოსაზრებებს, რა სოციალური და ეკონომიკური სარგებლობის მოტანა შეუძლია შეიარაღებაზე  დაზოგილ თანხებს.აკეთებენ პრობლემის ანალიზს, ქმნიან ცხრილებს,გრაფიკებს, დიაგრამებს,ფოტოებს, პლაკატებს.
პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები :სახელმძღვანელო, მსოფლიო პოლიტიკური რუკა,საინფორმაციო საშვალებები,ინტერნეტი,პროექტორი,
თაბახი,მარკერი.
პროექტის  მსვლელობა:
ა.ჯგუფებს შორის დავალებების გადანაწილება.
ბ.მოსწავლეები ამუშავებენ-ახარისხებენ მოპოვებულ ინფორმაციას.
გ.მოსწავლეები  დახარისხებული ინფორმაციის  მიხედვით ქმნიან პრეზენტაციებს.
დ.შექმნილი ნამუშევრების წარდგენა-პრეზენტაცია.
ე.პროექტზე მუშაობას აკვირდება მონიტორინგის ჯგუფი,მასწავლებლებთან ერთად.აგრეთვე ჯგუფი მასწავლებლებთან ერთად შიმუშავებს შეფასების რუბრიკას.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
/გეოგრაფია,ისტ, ისტორია/.მოქალაქეობრივი თვითშგნების გაზრდა,ტექნოლოგიური
თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება.
პროექტის  ხელმძღვანელი(მასწავლებელი):იამზე სახელაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:iasakhelashvili@gmail.com.

პროე.ქტის  ვებ-გვერდი, ბლოგი:iasakhelashvili.blogspot.com





Friday, December 6, 2013

თბილისი


ია  სახელაშვილი  დავიბადე  ქალაქ ქუთაისში, იქვე  დავამთავრე  სკოლა და  პედაგოგიური  ინსტიტუტი, ვმუშაობდი  ქუთაისის  N მე-9  საშუალო სკოლაში გეოგრაფიის  მასწავლებლად .   2000   წელს,   გადმოვედი   საცხოვრებლად  ქ. თბილისში და მუშაობა დავიწყე  თბილისის  N 183- მე  საჯარო   სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად სადაც   ვმუშაობ   დღემდე.